მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, მალიორკა
Aa
Aa

“ბალანსი დაგვაკლდა“ - ანჩელოტი მალიორკასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალი მალიორკას ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„მატჩი კარგად დავიწყეთ და წინ გავედით. მეორე გოლის გატანა თავისუფლად შეგვეძლო. მეორე ტაიმში ბალანსი დაგვაკლდა. ისეთი თამაში იყო, რომ შეიძლებოდა წაგვეგო. საბოლოო ჯამში ცუდი შეხვედრა გამოვიდა. შემტევი გუნდი ვართ და დაცვის ბალანსი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება. ბედნიერები არ ვართ, გაცილებით უკეთესად შეგვეძლო თამაში.

ვინისიუსს და მბაპეს პოზიციების შეცვლის უფლება აქვთ. დაცვის ხაზი კარგი არ იყო. მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა, რაც შედეგზე აისახა. ფეხბურთელები სივრცეებს ტოვებდნენ და ეს დიდი პრობლემა იყო. უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა ვყოფილიყავით. ეს ფიზიკური და მენტალური პრობლემების გამო არ ხდებოდა.

ბურთის დაბრუნების დროს კოლექტიურად უნდა ვიმოქმედოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს თავდამსხმელების მოვალეობა არ არის, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ უნდა გაითვალისწინოს.“

ცნობისთვის, მადრიდის რეალის მხრიდან ერთადერთი გოლი როდრიგომ გაიტანა. შემდეგ ტურში სამეფო კლუბი ვალიადოლიდს უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 25 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კოშმარი“ | Le Figaro მიქაუტაძეს აკრიტიკებს
„კოშმარი“ | Le Figaro მიქაუტაძეს აკრიტიკებს