მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„გთხოვთ, მერაბის დაცინვა შეწყვიტეთ“| ომალი დვალიშვილის ინციდენტზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილის ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც მას გასულ უქმეებზე, ერთ-ერთ ფანთან მოუვიდა. „შუგამ“ საკუთარ გულშემატკივრებს მიმართა და მოუწოდა, „მანქანის“ დაცინვა შეწყვიტონ.

„ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, რომლის ტელეფონის ნომერიც მინდა, რადგან ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა, მერაბს უთხრა, შონ ომალი მამაშენიაო. დვალიშვილმა ეს ვერ აიტანა, გაგიჟდა და ღობეზე აძვრა, საიდანაც კინაღამ ჩამოვარდა. ვიღაც უკნიდან მიაწვა, კიბეები აირბინა და ფანთან მივიდა, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა.

თმაზე მოქაჩა, რაც თავდასხმის მცდელობაა და ამის გამო, შეიძლება, უჩივლონ. ვიღაცისთვის თმაზე მოქაჩვის უფლება არ გაქვს და ამის გამო, შეიძლება გიჩივლონ. მინდა, ომალის გულშემატკივრებს მოგმართოთ, გთხოვთ, მერაბის დაცინვას თავი დაანებეთ, რადგან ამის ატანა არ შეუძლია. საკუთარ თავში დარწმუნებული საერთოდ არაა, ცხვირი განადგურებული აქვს და არაა საჭირო უთხრათ, რომ მამამისი ვარ. გთხოვთ, მისი დაცინვა შეწყვიტეთ, რადგან ახლა მისი თვითშეფასება ძალიან დაბლაა“.

შეგახსენებთ, რომ ომალი დვალიშვილის მომდევნო მეტოქეა და ისინი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ. „მანქანისა“ და „შუგას“ დაპირისპირებას ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“, თბილისის დროით, 15 სექტემბერს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი პროფესიონალია და გოლებიც მოვა“ | ბენრაჰმამ მიქაუტაძე დაიცვა
„ნამდვილი პროფესიონალია და გოლებიც მოვა“ | ბენრაჰმამ მიქაუტაძე დაიცვა