გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

„ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძის პენალტსა და მატჩზე

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟიმ „რენთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:3 წააგო. ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძის პენალტის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ძლიერი დარტყმა იყო.

„მომენტები, როცა თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო, კარგად ვერ გამოვიყენეთ. პირველი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით, მეორე ბურთი კი ჩვენს შეცდომას მოჰყვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველ ტაიმში ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა.

მეორე ნახევარში, ბრძოლა გავაგრძელეთ. პენალტის ეპიზოდი იყო მომენტი, როცა თამაშში დაბრუნება მეორედ შეგვეძლო. იმ ფაქტმა, რომ თერთმეტმეტრიანი გავაფუჭეთ, ძლიერი დარტყმა მოგვაყენა და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. საბოლოოდ, ჩვენი ინიციატივები საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა და მესამე გოლი მივიღეთ“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „რენთან“ შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ, საიდ ბენრაჰმამ ქართველი ფეხბურთელი დაიცვა და განაცხადა, რომ ფეხბურთში მსგავსი რამ ყველას შეიძლება დაემართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი პროფესიონალია და გოლებიც მოვა“ | ბენრაჰმამ მიქაუტაძე დაიცვა
„ნამდვილი პროფესიონალია და გოლებიც მოვა“ | ბენრაჰმამ მიქაუტაძე დაიცვა