გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Mirror: მამარდაშვილმა ვალენსიას მოუწოდა, არ ჩაშალონ მისი საოცნებო ტრანსფერი

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოუწოდა „ვალენსიას“, არ შეუშალონ ხელი „ლივერპულში“ მის გადასვლას. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ესპანური კლუბი 23 წლის მეკარის სანაცვლოდ 34 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, რისი გადახდაც „წითლებს“ არ სურთ.

მერსისაიდული კლუბი მზადაა, ქართველი მეკარის სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში მამარდას „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა, „ლივერპულმა“ კი სტუმრად „იფსვიჩს“ 2:0 სძლია.

23 აგვისტოს „ღამურები“ ვიგოში „სელტას“ ესტუმრებიან, „ლივერპული“ კი 25 აგვისტოს „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ  2 რთული დარტყმა აიღო - ვალენსია ბარსასთან დამარცხდა
მამარდამ 2 რთული დარტყმა აიღო - ვალენსია ბარსასთან დამარცხდა