გიორგი მიქაუტაძე, საიდ ბენრაჰმა
Aa
Aa

„ნამდვილი პროფესიონალია და გოლებიც მოვა“ | ბენრაჰმამ მიქაუტაძე დაიცვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის პირველ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და 0:3 განადგურდა.

მიქაუტაძე „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგის სადებიუტო გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, 71-ე წუთზე, როცა „რენი“ 2:0-ს იგებდა, მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მატჩის შემდეგ, „ლიონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საიდ ბენრაჰმამ საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა. ბენრაჰმამ მიქაუტაძის გაფუჭებულ პენალტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთში იგივე ყველას შეიძლება დაემართოს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ცუდი სტარტი გვქონდა, ორი გოლი გავუშვით და შემდეგ ყველაფერი გართულდა. გვინდოდა, სეზონი კარგად დაგვეწყო, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და მინდა, ჩემი შეცდომის გამო, ბოდიში მოვიხადო. ძალიან უკმაყოფილო ვართ ნაჩვენები თამაშით, მაგრამ კარგი გუნდი გვყავს და მომდევნო ტურში ვითარების გამოსწორების შანსი გვექნება.

მიქაუტაძის პენალტს რაც შეეხება, ეს ფეხბურთია და თერთმეტმეტრიანი ყველამ შეიძლება გააფუჭოს. გიორგი პროფესიონალია, რომელიც ცხვირს არ ჩამოუშვებს და გოლებს გაიტანს. სამწუხაროა, რომ დღეს ვერ შეაგდო, მაგრამ გოლები აუცილებლად მოვა. ეს მხოლოდ მისი პირველი მატჩი იყო“.

ცნობისთვის, მომდევნო ტურში „ლიონის“ მეტოქე „მონაკო“ გახლავთ. მატჩი 24 აგვისტოს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და ასისტი - ბუდუს კარგი მატჩი და კარლსრუეს გამარჯვება
გოლი და ასისტი - ბუდუს კარგი მატჩი და კარლსრუეს გამარჯვება