დინამო ბათუმი, სამგურალი
Aa
Aa

5-მატჩიანი მოუგებელი სერია - მოქმედი ჩემპიონი კრიზისშია

„დინამო ბათუმმა“ გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუა და გაუთვალისწინებელი ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა 21-ე ტურში „აჭარაბეთ არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. 90 წუთის განმავლობაში სახიფათო მომენტი როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ ხან მეკარეები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე, ხან კი დამაგვირგვინებელ ფაზაში ფეხბურთელებს სიზუსტე აკლდებოდათ.

უკანასკნელი ცხრა შეხვედრიდან „დინამო ბათუმმა“ მხოლოდ ერთი მოიგო, ჯამში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ხოლო საკუთარ სტადიონზე უკვე ექვსი ტურია ვერ იმარჯვებს. რაც შეეხება „სამგურალს“, აჭარის დედაქალაქში აღებული ქულის შემდეგ წყალტუბოელების საგარეო წაუგებელი სერია სამ თამაშამდე გაიზარდა.

„დინამო ბათუმი“ 34 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ გორის „დილას“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „სამგურალს“, იმერლები 23 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული კლასიკო ტორპედომ მოიგო - დილასთან სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა
ქართული კლასიკო ტორპედომ მოიგო - დილასთან სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა