თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, ნიკა ნინუა, მომო იანსანე
Aa
Aa

ქართული კლასიკო ტორპედომ მოიგო - დილასთან სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას წინ დიდი აფიშა უძღვოდა - გუშინ, უშუალო კონკურენტისა და გათამაშების ლიდერის, „დილას“ ქულების კიდევ ერთხელ დაკარგვამ „ტორპედოს“ არაჩვეულებრივი შანსი გაუჩინა - „ქართულ კლასიკოში“ „დინამოს“ დამარცხების შემთხვევაში ისინი გორელებთან სხვაობას სამ ქულამდე შეამცირებდნენ და თანაც ქართლელებთან შედარებით, მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა - „დინამო“ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა ნიკა ნინუამ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დარტყმით აიღო სტუმართა კარი. თუმცა, ქვეყნის 19-გზის ჩემპიონმა პირველ ნახევარში არათუ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, არამედ შესვენებაზე დამარცხებული გავიდა - შვიწუთიან მონაკვეთში, 35-ე და 42-ე წუთებზე გატანილი ბურთებით, „ტორპედოს“ 27 წლის გვინეელმა ფორვარდმა მომო იანსანემ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით წარიმართა. 63-ე წუთზე კი თბილისური კლუბის ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა თამაშის გამოცოცხლება სამმაგი ცვლილებით სცადა - მინდორზე თორნიკე ოქრიაშვილი, საბა სამუშია და ნიკა ცეცხლაძე შევიდნენ. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე წონასწორობის აღდგენა სწორედ ოქრიაშვილს შეეძლო, თუმცა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა და  ქუთაისელებმა უმნიშვნელოვანესი თამაში 1:2 მოიგეს.

„დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვებით „ტორპედომ“ 41 ქულა  დააგროვა და ლიდერ „დილასთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „დინამო თბილისს“, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 25 ქულით მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბათუმი ვალმოხდილმა დავტოვე, ყველაფერს აქვს დასასრული“ - მამუჩაშვილი შერიფში წასვლის მიზეზებზე
„ბათუმი ვალმოხდილმა დავტოვე, ყველაფერს აქვს დასასრული“ - მამუჩაშვილი შერიფში წასვლის მიზეზებზე