გოლი და ასისტი - ბუდუს კარგი მატჩი და კარლსრუეს გამარჯვება
ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გერმანიის თასის პირველ წრეში სტუმრად დასავლეთ რეგიონალლიგის გუნდ „ლოტეს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა.
ბუდუ ზივზივაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი ჯერ საგოლე გადაცემით, შემდეგ კი გოლითაც გამოიჩინა.
ბუდუ ზივზივაძემ 21-ე წუთზე მარვინ მავიცეკს გაატანინა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა.
69-ე წუთზე კი თავი თავადვე გამოიჩინა და სხვაობა ოთხბურთამდე გაზარდა. ქართველმა შემტევმა მოედანი 72-ე წუთზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „ნიუნბერგის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„კარლსრუე“ მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ელფსბერგის“ წინააღმდეგ გამართავს.