რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

„ეს ყველაფერი გაუგებარია“ - სტერლინგის გარემოცვა ჩელსის წინააღმდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩის, „ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტის“ დაწყებამდე ლონდონელი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო რაჰიმ სტერლინგის განაცხადს მიღმა დატოვება, რაზეც „არისტოკრატების“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ პრეს კონფერენციაზე ცოტა გაუგებარი პასუხი გასცა და სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.  „სიტისთან“ მატჩის მსვლელობისას კი, სტერლინგთან დაახლოებული ადამიანების განცხადება გავრცელდა, რის შემდეგაც ძნელად სავარაუდოა ინგლისელმა ფეხბურთელმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „სტემფორდ ბრიჯი“ არ დატოვოს.

განცხადება სტერლინგის თაობაზე

რაჰიმი ინგლისში დაგეგმილზე ორი კვირით ადრე დაბრუნდა, რათა თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვანი წინასასეზონო მომზადება გაევლო და ახალი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ყოფილიყო, რომელთანაც თავიდანვე ჩინებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

სტერლინგი ყოველთვის კარგად ხვდებოდა „ჩელსის“ ფანებს და მათი დიდი სიყვარულით სარგებლობს. სწორედ მათ გასახარებლად, გასული კვირის მანძილზე ის თავდაუზოგავად შრომობდა, რომ „სიტისთან“ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა, თუმცა სამწუხაროდ განაცხადში ვერ მოხვდა.

იმედია, ის არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, რაც წლების მანძილზე ჩვენსა და „ჩელსის“ ხელმძღვანელობას შორის ჩამოყალიბდა არ გაფუჭდება და ამ საკმაოდ საეჭვო საქციელს, რაც მათ ჩაიდინეს, სათანადო ახსნას გამოუძებნიან.

რაჰიმ სტერლინგს, რომელიც „ჩელსის“ 2022 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა და დღეს ყოფილ კლუბთან თამაშის საშუალება არ მიეცა, „არისტოკრატების“ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 81 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსის ინტერესი სერიოზულია | ოსიმენი სურთ და ნაპოლის უკვე დაუკავშირდნენ
ჩელსის ინტერესი სერიოზულია | ოსიმენი სურთ და ნაპოლის უკვე დაუკავშირდნენ