ლაშა ტალახაძე, ვარაზდატ ლალაიანი
Aa
Aa

ლალაიანი ტალახაძეზე: „ლეგენდაა, მასზე პატივისცემით უნდა ვისაუბროთ“

სომეხმა ძალოსანმა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, ვარაზდატ ლალაიანმა სომხურ მედიასთან ინტერვიუს დროს ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე თავისი გამოსვლა და ლაშა ტალახაძის შესახებაც ისაუბრა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა.

რა თქვა ლალაიანმა:

ჩემთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო, კარგად მოვემზადე და პარიზში კარგი განწყობით ჩავედი. ის გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი მაქსიმუმი იყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვერცხლის მედლის მოპოვება შევძელი. მიჩვეულები ვართ, რომ კვარცხლბეკზე ორი სომეხი ძალოსანი ადის. ახლა მხოლოდ მაისურები შეიცვალა, თუმცა ერთად ვვარჯიშობთ, ასე იყო შეჯიბრამდე და ასე იქნება მომავალშიც. მე და გორ მინასიანი კარგი მეგობრები ვართ და ჩვენს შორის კონკურენცია მხოლოდ შეჯიბრის დროს არის.

„ლაშა ტალახაძე მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ის ლეგენდაა, რომელმაც ამ სპორტის სახეობაში საოცარ შედეგებს მიაღწია. მასზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ლეგენდარული სპორტსმენია. დიახ, ეს სპორტია და ისიც მხოლოდ თავისი მიზნებისკენ მიდიოდა. ამ შეჯიბრში მასთან, ლეგენდასთან დავმარცხდით. ღმერთმა ქნას, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ნანატრი ოქრო მოვიგო. იქამდე 4 წელია და ამიერიდან, მხოლოდ ოქროსთვის უნდა მოვემზადო“.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება. ვიცე-ჩემპიონი სომეხი ვარაზდატ ლალაიანი გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე სომეხი, გორ მინასიანი დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე გემრიელი ეს ოქრო იყო, იმიტომ რომ...“ - ტალახაძე ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე
„ყველაზე გემრიელი ეს ოქრო იყო, იმიტომ რომ...“ - ტალახაძე ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე