ლეონ გორეცკა, რუდი ფიოლერი
Aa
Aa

„ნაკრები თუ უნდა, წავიდეს“ - ფიოლერი გორეცკას ურჩევს

ლეონ გორეცკას „ბაიერნს“ ხელმძღვანელებთან და მთავარ მწვრთნელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს, რის გამოც ის „ულმთან“ (4:0) სათასო მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი და მის წასვლაზე ყოველდღე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. სულ ბოლოს გორეცკა „ნაპოლის“ დაუკავშირეს და თუ მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით წარიმართა, შესაძლოა გერმანელი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.

გორეცკასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება Bild-ის კორესპოდენტმა გერმანიის ნაკრების სპორტულ დირექტორს რუდი ფიოლერსაც სთხოვა, რადგან ტრანსფერზეშ მეტწილად არის დამოკიდებული 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ბუნდესგუნდში დაბრუნება. ფიოლერმა აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელის პირად საქმეში ვერ ჩაერევა, მაგრამ თუ გერმანიის ეროვნულ გუნდში დაბრუნება სურს, „ბაიერნი“, სადაც თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა, აუცილებლად უნდა დატოვოს.

გასულ სეზონში ყველა ტურნირზე „რეკორდმაისტერის“ მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში ლეონ გორეცკამ 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მისი ამპლუის მოთამაშისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გაკეთება არ მომეწონა, ორივეს ვესაუბრე“ - ნაგელსმანი ჰუმელსსა და გორეცკაზე
„ამის გაკეთება არ მომეწონა, ორივეს ვესაუბრე“ - ნაგელსმანი ჰუმელსსა და გორეცკაზე