ისრაელ ადესანია, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

UFC 305: დრიკუსმა ადესანია დაამარცხა და ტიტული დაიცვა

1-წლიანი პაუზის შემდეგ, ისრაელ ადესანია ოქტაგონს დაუბრუნდა და UFC 305-ის მთავარ ივენთზე იჩხუბა.

ადესანია დრიკუს დუ პლესს დაუპირისპირდა და საშუალო წონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სურდა, მაგრამ დამარცხდა.

გულშემატკივრებმა დიდებული ბრძოლა იხილეს, რომელიც მეოთხე რაუნდში დასრულდა. დუ პლესმა ადესანია ჯერ ნოკდაუნში ჩააგდო, ხოლო შემდეგ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. სამხრეთ აფრიკელმა ტიტული დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესი 6 წელია არ დამარცხებულა. მას 10 წარმატებული ბრძოლა აქვს. 2024 წელს საშუალო წონის ჩემპიონი გახდა და ადესანიას დამარცხებით ტიტული დაიცვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი: მერაბს დავამარცხებ, ეს სანახაობრივი ნოკაუტი იქნება
ომალი: მერაბს დავამარცხებ, ეს სანახაობრივი ნოკაუტი იქნება