არაბიძის ბრწყინვალე პასი - შემოვიდა და თამაშში განსხვავება შექმნა
სამხრეთ კორეის კლუბ „ულსან ჰიუნდაიში’’ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მთავარმა მწვრთნელმა კიმ პან-გონმა თამაშში მაშინ ჩართო, როცა „ულსანი'' შინ „სუვონთან'' 1:2-ს აგებდა. საბოლოოდ, შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა არაბიძის შესანიშნავი პასის შემდეგ მის თანაგუნდელს წონასწორობის აღდგენის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ბრაზილიელმა იაგო კარიელომ კარისკენ არაზუსტად დაარტყა.
არაბიძემ 73-ე წუთიდან ითამაშა, თამაშში კარგად შემოვიდა. განსხვავების შექმნელი ფეხბურთელია და ეს ამ მცირე მონაკვეთშიც კარგად გამოჩნდა.
თამაშზე გავლენა იმ ფაქტმა მოახდინა, რომ მე-40 წუთზე „ულსანი’’ 10 ფეხბურთელით დარჩა, შემდეგ ორი გოლი გაუშვა, მხოლოდ ერთი გაქვითა.
27 ტურის შემდეგ K ლიგაში არაბიძის გუნდი 45 ქულით მე-3 ადგილზეა, ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.
„ულსანი'' შემდეგ მატჩს კორეის თასზე ბექა მიქელთაძის „გვანჯუსთან'' 21 აგვისტოს ჩაატარებს. სავარაუდოდ, არაბიძე ამ მატჩში მეტ სათამაშო დროს მიიღებს.