ბარსელონა, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ილქაი გიუნდოგანი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “გიუნდოგანი? ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც ბარსელონაში დარჩება“

ლა ლიგის პირველ ტურში ბარსელონა ვალენსიას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. თამაშის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილქაი გიუნდოგანს წასვლა სურს. მატჩის დასრულების შემდეგ, ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ფლიკმა?

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაგვეწყო. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესები ვიყავით. პირველში კი გარკვეული შეცდომები დავუშვით. გოლი ტაიმის მიწურულს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რობერტ ლევანდოვსკი დიდი პროფესიონალია. ვუტევდით და ვიცავდით თავს, როგორც ერთი მთლიანი გუნდი.

კუბარსი ყვითელი ბარათის გამო შევცვალე. წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ადვილი არ იყო. უამრავი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ნორმალურად ვერ დაისვენეს. ბევრი ფეხბურთელი მყავს აკადემიიდან და მათ ვენდობი.

ილქაი გიუნდოგანი? მან წარბი იტკინა და სწორედ ამის გამო დარჩა სახლში. ველაპარაკე და გავარკვიე როგორ იყო. მას, როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ. ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს პირადული საუბარი იყო და ჩვენს შორის დარჩება. საბოლოოდ მგონია, რომ ილქაი ბარსელონაში დარჩება.“

შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანას წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილმა 2 მოგერიება შეასრულა. ერთხელ ალეხანდრო ბალდეს დარტყმა აიღო, ხოლო მეორე შემთხვევაში რაფინიასი. გაშვებული გოლების დროს, ქართველი კარის დარაჯი უშანსოდ იყო. შემდეგ ტურში ვალენსია სელტას ესტუმრება, ხოლო ბარსელონა ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი ტიტული - ალონსოს ლევერკუზენმა გერმანიის სუპერ თასი მოიგო
მორიგი ტიტული - ალონსოს ლევერკუზენმა გერმანიის სუპერ თასი მოიგო