დამაჯერებელი იყო - გუგეშაშვილის დებიუტი პაოკ-თან შედგა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა ბერძნულ „პანსერაიკოსში’’ სადებიუტო მატჩი პაოკ-თან ჩაატარა, სასტარტოში იყო, 90 წუთი ითამაშა. პაოკ-მა 3:2 მოიგო, ლუკამ კი რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა. ასევე უნდა ითქვას, რომ პაოკ-მა 3-დან 2 გოლი პენალტით შეაგდო.
საბერძნეთის სუპერლიგის მეორე ტურში „პანსერაიკოსი’’ „არისს’’ მიიღებს, შეხვედრა 24 აგვისტოს გაიმართება.
მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ „ყარაბაღში’’ გატარებული წლების შემდეგ ლუკა ბერძნულ კლუბში რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს, რაც მისი პროგრესისთვის აუცილებელი ფაქტორია. 25 წლის მეკარე აზერბაიჯანულ კლუბში 2022 წლის იანვრიდან გასული სეზონის ბოლომდე თამაშობდა, საერთო ჯამში 44 მატჩი ჩაატარა, 44-დან 19-ში გოლი არ გაუშვია. გარდა ამისა, კონფერენს ლიგასა და ევროპა ლიგაზე ითამაშა, თუმცა როტაციაში იყო და ცხადია ეს ფეხბურთელისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ კარიერის გაგრძელება ბერძნულ კლუბში გადაწყვიტა.