შტუტგარტი, ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

მორიგი ტიტული - ალონსოს ლევერკუზენმა გერმანიის სუპერ თასი მოიგო

გერმანიის სუპერ თასის ფინალში ლევერკუზენი შტუტგარტს დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა დიდებული მატჩი იხილეს. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ბაიერმა 4:3 მოიგო. ალონსოს გუნდმა მორიგი ტიტული დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი სპეციალისტის შეგირდები 88-ე წუთამდე აგებდნენ. ანგარიში მე-11 წუთზე ბონიფაკემ გახსნა, რასაც მე-15 წუთზე ენცო მილოტმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. 37-ე წუთზე ლევერკუზენს ტერიე გაუძევეს და ალონსოს გუნდი 10 კაცით დარჩა. მეორე ტაიმში კიდევ უფრო მეტი მომენტი იქმნებოდა. 63-ე წუთზე უნდავმა შტუტგარტი წინ გაიყვანა.

ისევე, როგორც გასულ სეზონში, ახლაც, ლევერკუზენმა მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე შეძლო. 88-ე წუთზე თავი პატრიკ შიკმა გამოიჩინა. საბოლოოდ პენალტების სერია მივიღეთ.

ბაიერმა არცერთი თერთმეტმეტრიანი არ გააფუჭა, ხოლო შტუტგარტმა 2 ვერ გამოიყენა. შესაბამისად 4:3 და ლევერკუზენი სუპერ თასის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოსთვის გერმანულ გუნდში ეს მესამე ტიტულია. გასული სეზონში, ლევერკუზენმა ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო. ესპანელმა მწვრთნელმა გერმანიის თასის აღებაც შეძლო. ბაიერს ევროპის ლიგის მოგებაც შეეძლო, თუმცა ფინალში ატალანტასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლის დროს საზონოვი მორატას მეურვეობდა - მილანმა 1 ქულა გადაარჩინა
გოლის დროს საზონოვი მორატას მეურვეობდა - მილანმა 1 ქულა გადაარჩინა