კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი, ალ ჰილალი
Aa
Aa

რონალდუს გოლი ფინალში - ალ ნასრი ალ ჰილალთან განადგურდა

საუდის არაბეთს სუპერ თასის ფინალში ალ ნასრი ალ ჰილალს დაუპირისპირდა და 1:4 განადგურდა.

პირველი ტაიმი ალ ნასრიმ კრიშტიანუ რონალდუს გოლით მოიგო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 44-ე წუთზე გაიტანა და ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში ალ ჰილალი გააქტიურდა და მიყოლებით 4 გოლი გაიტანა. 55-ე წუტზე მილინკოვიჩ-სავიჩმა წონასწორობა აღადგინა. 63-ე და 69-ე წუთებზე მიტროვიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის საბოლოო წერტილი 72-ე წუთზე მალკომმა დასვა.

კრიშტიანუ რონალდუ ალ ჰილალთან კიდევ ერთხელ დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის პრო ლიგა გასულ წელს სწორედ ალ ჰილალმა მოიგო.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ჩემპიონატი 22 აგვისტოს დაიწყება და ალ ნასრი ალ რაედს დაუპირისპირდება, ხოლო ალ ჰილალი 25 აგვისტოს ალ ახდუდს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის შანსი? - გონსალუ რამუშმა ტერფი მოიტეხა
ოსიმენის შანსი? - გონსალუ რამუშმა ტერფი მოიტეხა