მილანი, ტორინო, საბა საზონოვი, მორატა
Aa
Aa

გოლის დროს საზონოვი მორატას მეურვეობდა - მილანმა 1 ქულა გადაარჩინა

იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში მილანმა ტორინოს უმასპინძლა. მატჩი დრამატულად წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

ტურინული კლუბი 2:0-ს იგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს როსონერიმ ანგარიშის გათანაბრება და 1 ქულის გადარჩენა შეძლო.

ტორინომ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. 68-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე ზაპატამ გაზარდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტორინო 3 ქულას ჩაიწერდა, მაგრამ მილანი ასე არ ფიქრობდა.

88-ე წუთზე მოედანზე საბა საზონოვი გამოჩნდა, რომელიც დაცვის გასაძლიერებლად გამოვიდა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში ქართველი ფეხბურთელი ალვარო მორატას მეურვეობდა, რა დროსაც ესპანელი მას გაექცა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მეხუთე წუთზე, ოკაფორმა გაისროლა და საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ  2 რთული დარტყმა აიღო - ვალენსია ბარსასთან დამარცხდა
მამარდამ 2 რთული დარტყმა აიღო - ვალენსია ბარსასთან დამარცხდა