გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

საგოლე პასი და ბრწყინვალე თამაში - ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის მეორე ტურში „უოტფორდმა'' შინ „სტოკ სიტის'' 3:0 მოუგო. 

ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა, ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო, ბევრს მოძრაობდა, შეტევებს ამწვავებდა და პრესინგშიც აქტიურად მონაწილეობდა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისში „უოტფორდმა'' ორი გოლი შეაგდო, 47-ე წუთზე შეტევა ჩაკვეტაძემ განავითარა, კონგოელმა ედო კაიემბემ ანგარიში გახსნა. 49-ე წუთზე ინგლისის 20-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა რაიან ენდრიუსმა გაიტანა. 73-ე წუთზე ჩაკვეტაძის საგოლე პასით კაიემბემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sofascore-მა ჩაკვეს 8,2 დაუწერა, რაც მის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება არ ყოფილა, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი დასახელდა. კლევერლიმ 84-ე წუთზე შეცვალა და მოედანი აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.

გთავაზობთ ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტებს დღევანდელი თამაშიდან.

 

ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაშია, ჩემპიონშიფის საწყის ორ ტურში მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.

2 ტურში ტომ კლევერლის გუნდმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, მესამე ტურში „უოტფორდი'' „დერბი ქაუნთის'' მიიღებს, მატჩი ერთ კვირაში, 24 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი იტალიური ამბები - გოგლიჩიძის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუ
უცნობი იტალიური ამბები - გოგლიჩიძის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუ