ლივერპული, მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი, იფსვიჩი
Aa
Aa

სალაჰის რეკორდი - არნე სლოტმა პრემიერ ლიგა გამარჯვებით დაიწყო

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლივერპული იფსვიჩს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მერსისაიდელთა მხრიდან გოლები დიოგუ ჟოტამ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. ფარაონმა ყველაზე მეტჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის პირველ ტურში გატანა(9). სხვა არცერთ ფეხბურთელს მსგავსი შედეგი არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულ გრანდს ახალი მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ჰყავს და მისთვის იფსვიჩთან დაპირისპირება სადებიუტო იყო, რომელიც წარმატებული გამოდგა.

ცნობისთვის, ლივერპული შემდეგ ტურში ბრენტფორდს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 15 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ქველმოქმედება - მშობლიურ ქალაქში სასწავლო ცენტრს ხსნის
ვინისიუსის ქველმოქმედება - მშობლიურ ქალაქში სასწავლო ცენტრს ხსნის