ნაპოლი, პარი სენ ჟერმენი, ვიქტორ ოსიმენი, ლე ავრი, გონსალუ რამუში
Aa
Aa

ოსიმენის შანსი? - გონსალუ რამუშმა ტერფი მოიტეხა

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენი ლე ავრის ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, მაგრამ მატჩის მე-20 წუთზე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

გონსალუ რამუშმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პორტუგალიელ თავდამსხმელს მარცხენა ფეხის ტერფი აქვს მოტეხილი და ამის გამო მინიმუმ 3 თვე გაუცდება.

რამუშის ტრავმა ვიქტორ ოსიმენის შანსია. ბოლო ინფორმაციით, პარი სენ ჟერმენს ნიგერიელის გადაბირება აღარ სურდა, რადგან გუნდში საკმარისი რაოდენობის თავდამსხმელები იყვნენ.

გონსალუს ტრავმა სიტუაციას მნიშვნელოვნად ცვლის. არის ვარაუდი, რომ სწორედ ამის შემდეგ, ფრანგული გრანდი ნაპოლის დაუკავშირდება და მოლაპარაკებას განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენს ნაპოლის დატოვება სურს, თუმცა მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაში იყო. ინგლისიდან კი მას ოფიციალური შეთავაზება არ აქვს.

ევროპული გუნდებიდან, პარი სენ ჟერმენი ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც ვიქტორი სურდა, თუმცა თავდაპირველად აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნილი 130 მილიონი ევროს გამო ფრანგებმა ტრანსფერზე უარი თქვეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ქველმოქმედება - მშობლიურ ქალაქში სასწავლო ცენტრს ხსნის
ვინისიუსის ქველმოქმედება - მშობლიურ ქალაქში სასწავლო ცენტრს ხსნის