გიორგი მამარდაშვილი, ოთარ გაბელია
Aa
Aa

„ლივერპულში უნდა წავიდეს“ - გაბელია მამარდაშვილის ტრანსფერზე

გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ როგორც ესპანურ, ასევე ევროპულ პრესაში საკმაოდ ხშირად იწერება. 23 წლის ქართველ მეკარეზე გასულ კვირაში ავრცელებდა ინფორმაციებს ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო და ირწმუნებოდა, რომ მისი „ვალენსიადან“ დამატების შემდეგ, „ლივერპული“ მამარდაშვილს იჯარით „ბორნმუთში“ გაუშვებდა. უნდა დატოვოს თუ არა გიორგიმ „ღამურები“, ამ კითხვით Crystalsport-მა ლეგენდარულ ქართველ მეკარეს ოთარ გაბელიას მიმართა და მისგან საინტერესო პასუხი მოისმინა.

ოთარ გაბელია

გიორგი ძალიან ჭკვიანი ბიჭია და მას ძალიან ჭკვიანი მამა ჰყავს, რომელიც ყოფილი მეკარე და ჩემი კარგი მეგობარია. ასე რომ, თავად ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის და საბოლოო გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.

აბსოლუტურად სწორად იქცევა, რომ ნებისმიერი გუნდისგან, რომელიც მისით ინტერესდება, სათამაშო გარანტიებს ითხოვს, რადგან მის ასაკში ახლა მთავარი პრაქტიკაა. გამიხარდება თუ „ლივერპულში“ წავა, რადგან მე ასეთი მიდგომა მაქვს - ვქომაგობ იმ გუნდებს, რომლებიც „დინამოში“ ასპარეზობისას დამარცხებული მყავს.

არის თუ არა ევროპაში თავის პოზიციაზე საუკეთესო? კონტინენტის პირველობაზე მასზე უკეთ არც ერთ გოლკიპერს არ უთამაშია, რაზეც სეივების რაოდენობაც მეტყველებს.

ოთარ გაბელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში თასების მფლობელთა თასი (1981), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978) და საბჭოთა კავშირის თასი (1979) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულშემატკივრები ოფიციალურ განცხადებას უნდა დაელოდონ - ბოლო ცნობები მამარდაზე
გულშემატკივრები ოფიციალურ განცხადებას უნდა დაელოდონ - ბოლო ცნობები მამარდაზე