მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილმა შეურაცხყოფა ვერ მოითმინა - ინციდენტი აშშ-ში მოხდა

Craig Jones Invitational-ის ტურნირის მსვლელობისას სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომელშიც მერაბ დვალიშვილი მონაწილეობდა, სადაც ის საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ტრიბუნაზე მსხდომმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შერეული ორთაბრძოლების 33 წლის ქართველ მებრძოლს შეურაცხყოფა მიაყენა და შონ ო’მალის შვილი უწოდა, რაც მერაბმა ვერ მოითმინა, ტრიბუნაზე გადავიდა და პროვოკატორს თმებში მოჰკიდა ხელი, ვითარება კი იქ მსხდომი სხვა ადამიანების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

15 სექტემბერს, UFC 306-ზე გასამართი სატიტულო ბრძოლის წინ, სადაც დვალიშვილის მეტოქე შონ ო’მალი იქნება, სიტუაცია უკიდურესად იძაბება. რამდენიმე დღის წინ მერაბის მეტოქემ განაცხადა, რომ დვალიშვილს უპრობლემოდ დაამარცხებს, რის შემდეგაც ოქტაგონზე სხვა წონით კატეგორიაში ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი: მერაბს დავამარცხებ, ეს სანახაობრივი ნოკაუტი იქნება
ომალი: მერაბს დავამარცხებ, ეს სანახაობრივი ნოკაუტი იქნება