ლივერპული, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

გულშემატკივრები ოფიციალურ განცხადებას უნდა დაელოდონ - ბოლო ცნობები მამარდაზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულმა ვალენსიას ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც ღამურების ხელმძღვანელობა დათანხმდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო წერს და გვამცნობს, რომ მხარეები საბოლოო მოლაპარაკებას აწარმოებენ და გულშემატკივრები სულ მალე ოფიციალურ განცხადებას უნდა დაელოდონ.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულის პირველი მეკარე ალისონ ბეკერია, რომელიც 1 სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს.

მამარდაშვილის ტრანსფერის შემთხვევაში, ქართველი მეკარე იჯარის წესით დიდი ალბათობით ბორნმუთში ითამაშებს და მერსისაიდული გრანდის მაისურს 2025/2026 წლების სეზონში მოირგებს.

ცნობისთვის, მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის ახალ სეზონს 17 აგვისტოს იწებს. ღამურები ბარსელონას უმასპინძლებენ. მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას თქმით, გიორგი კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სადებიუტო გოლი | ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას რიგებში გაიტანა
სადებიუტო გოლი | ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას რიგებში გაიტანა