მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ფულემი
Aa
Aa

“გოლი გაცილებით ადრე უნდა გაგვეტანა“ - ტენ ჰაგი ფულემთან მატჩის შემდეგ

ახალი სეზონი დაიწყო და პრემიერ ლიგის პირველ ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ფულემს დაუპირისპირდა. წითელმა ეშმაკებმა ჯოშუა ზირკზეს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს და პირველი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

მატჩის დასრულების შემდეგ, იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტენ ჰაგი:

„ყველა ხედავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათადარიგოთა სკამიდან შესვლა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა მზად უნდა იყოს. ფულემთან თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს და ვახორციელებდით პრესინგს. 10 წუთის შემდეგ, მეტოქე ზეწოლის ქვეშ მოვაქციეთ. ბევრი მომენტი შევქმენით და გაცილებით ადრე უნდა გაგვეტანა.

2 სეზონის წინ, პრემიერ ლიგაში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ ჩვენ შევინახეთ. როდესაც ძირითადი შემადგენლობის მცველები მეყოლება, თავს უკეთესად დავიცავთ. თუ ასე არ იქნება, ხარვეზები გვექნება. მაზრაუის კარგად ვიცნობ, ის ძალიან მოწესრიგებული მცველია, მაგრამ ახლა სასურველ ფორმაში არ არის. მას ბევრად მეტი შეუძლია და ფიზიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.

თავდამსხმელისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია. ზირკზე სწორედ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. მას ბევრად მეტი თვისება აქვს და ბალანსი უნდა დავიცვათ. რამდენიმე შესანიშნავი ნახევარმცველი გვყავს, რომლებსაც მისი პასებით მომარაგება შეუძლიათ. ის კი საჯარიმოში მუდმივად თავისუფალ სივრცეს და ბურთს უნდა ეძებდეს. პირველ მატჩში გამარჯვება რწმენის მოსაპოვებლად შესანიშნავია. გამარჯვებით ბედნიერი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურა და ისეთი ფეხბურთელები გადაიბირა, როგორებიც მატიას დე ლიხტი, ნუსარ მაზრაუი და ჯოშუა ზირკზე არიან.

ასევე შეგახსენებთ, ერიკ ტენ ჰაგი მაზრაუისთან და დე ლიხტთან ერთად ამსტერდამის აიაქსში მუშაობდა და მათ შესანიშნავად იცნობს. ასევე მიმდინარეობს საუბარი ფრენკი დე იონგის გადაბირებაზე, თუმცა პრობლემას მისი ტრავმა და სატრანსფერო ღირებულება ქმნის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძეს კარგი შანსი აქვს“ | ვინ გახდება ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი
„მიქაუტაძეს კარგი შანსი აქვს“ | ვინ გახდება ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი