ბრუნო ფერნანდეში, ჯოშუა ზირკზე
Aa
Aa

პრემიერ ლიგა დაბრუნდა | მანჩესტერ იუნაიტედმა ფულემი ზირკზეს გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი „ოცნებათა თეატრზე“ გაიხსნა. ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში „ფულემს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0.

„წითელი ეშმაკები“ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. 34-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეში ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ ლონდონელთა მეკარეს, ბერნდ ლენოს ვერ აჯობა.

53-ე წუთზე, თავის გამოჩენა მეისონ მაუნტს შეეძლო, მაგრამ მომენტი მანაც ვერ დააგვირგვინა. „მანჩესტერმა“ „ფულემი“ 87-ე წუთზე გატეხა. ცვლილებაზე შესულმა ჯოშუა ზირკზემ „იუნაიტედი“ დააწინაურა და „წითელი ეშმაკების“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა - 1:0.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ალეხანდრო გარნაჩოს ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა, მაგრამ არგენტინელმა ფეხბურთელმა ცარიელ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. საბოლოოდ, „ოლდ ტრაფორდზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ერთი გოლი იხილეს და „მანჩესტერმა“ 1:0 მოიგო.

ცნობისთვის, ერიკ ტენ ჰაგის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავენ. „წითელი ეშმაკები“ „ბრაიტონს“ დაუპირისპირდებიან და „თოლიებს“ სტუმრად შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან საინტერესო ფეხბურთელი“ | რას წერს ესპანური გამოცემა წიტაიშვილზე
„ძალიან საინტერესო ფეხბურთელი“ | რას წერს ესპანური გამოცემა წიტაიშვილზე