5 წუთში გატანილი 3 გოლი | პარი სენ-ჟერმენმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ლუის ენრიკეს გუნდი სტუმრად „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და 4:1 მოიგო.
„პარი სენ-ჟერმენი“ მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა. გონსალუ რამუშის გადაცემით ლი კანგ-ინმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პსჟ-მა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მეორე ნახევრის სტარტზე კი მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი გოტიე ლორისმა გამოიჩინა და ანგარიში 1:1 გახადა.
52-ე წუთზე, „ლე ავრი“ წინ გავიდა, მაგრამ ჟოსუე კასიმირის გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ სამი ქულა ბოლო წუთებზე აიღო. 85-ე წუთზე, ჟოაუ ნევეშის გადაცემას უსმან დემბელეს თავური და გოლი მოჰყვა. რამდენიმე წამში, ნევეშის პასით ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან რანდალ კოლო მუანიმ დააფიქსირა.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ტურში „მონპელიეს“, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.