ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე
Aa
Aa

„მეოთხე ოქროსთვის მინდა იბრძოლოს“ - ირაკლი თურმანიძე ტალახაძეზე საუბრობს

სანამ ძალოსნობის ასპარეზზე ლეგენდარული ლაშა ტალახაძე გამოჩნდებოდა, სპორტის ამ სახეობაში 2010-იან წლებში ქართველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ირაკლი თურმანიძე გახლდათ, რომელმაც 2016 წლის რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მის აქტივშია ასევე ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი - 2012 წელს ანტალიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2015 წელს თბილისში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2019 წელს ბათუმში ვერცხლის მედალს დასჯერდა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თურმანიძემ ტალახაძის პარიზში გამოსვლაზე ისაუბრა.

რას ამბობს თურმანიძე

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ლეგენდა და ფენომენია - მასზე საუბრის დროს არცკი ვიცი რა ვთქვა. როდესაც მესამე მისვლა გაუცუდდა, ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა - მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ, რა დაემართა და ასე შემდეგ, თუმცა მე ყველას ვამშვიდებდი, რომ ოლიმპიადაზე სხვა ტურნირებთან შედარებით მხოლოდ ორჭიდის ჯამი ითვლება და ტრაგედია არ მომხდარა.

ახლა უკვე ყველამ კარგად იცის, მანამდე კი ერთეულებმა ვიცოდით, თუ რა ტრავმისა და ტკივილის ხარჯზე მოემზადა ლაშა ამ ოლიმპიადისთვის - იმდენად დიდი დისკომფორტი ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწია.

არ ვიცი რას გადაწყვეტს - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მეც ზუსტად მისნაირი ტრავმა მაწუხებდა და ამიტომაც დავასრულე კარიერა. თავიდან ასე თვლი, რომ ჯობია შეჩერდე, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებ და დრო გადის, ნანობ რომ აქტიური სპორტიდან წახვედი.

ტალახაძეს ორგანიზმი როგორც უკარნახებს, ისე უნდა მოიქცეს, მაგრამ პირადად ჩემი და ალბათ ნებისმიერი ქართველის სურვილია, რომ ის 2028 წელს ლოს-ანჯელესში ვიხილო და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მეოთხე ოქროს მედალი მივულოცო.

30 წლის ლაშა ტალახაძე ერთადერთი ქართველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და მას როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატი შვიდჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე გემრიელი ეს ოქრო იყო, იმიტომ რომ...“ - ტალახაძე ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე
„ყველაზე გემრიელი ეს ოქრო იყო, იმიტომ რომ...“ - ტალახაძე ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე