გენო პეტრიაშვილი, დავით გობეჯიშვილი
Aa
Aa

„გენო უდიდესია, იგივე შეცდომა აღარ დაუშვა“ - გობეჯიშვილმა ოლიმპიადა შეაფასა

36-წლიანი პაუზის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი კვლავ გახდა - 1988 წლის სეულის თამაშებზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დავით გობეჯიშვილი (130 კგ) ავიდა, ახლა კი უკვე საქართველოს სახელით ანალოგიურ შედეგს გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მიაღწია.  სწორედ გორელი ფალავნის ასპარეზობაზე საუბრით დაიწყო ლეგენდარულმა მოჭიდავემ Crystalsport-თან ინტერვიუ და შემდეგ უკვე სხვა მოჭიდავეებსაც შეეხო.

რას ამბობს გობეჯიშვილი

გენო პეტრიაშვილი უდიდესი და უძლიერესი სპორტსმენი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ იმ კოშმარული ფინალის წაგების შემდეგ, როგორიც პირადად მე არასოდეს არსად მინახავს, ასე ღირსეულად რომ დაბრუნდა და ოქრო მოიგო, ის ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა.

პეტრიაშვილი-ზარეს ბრძოლას პარიზში ტრიბუნიდან ვუყურებდი და როგორც ყველამ, ბოლოს მეც ვინერვიულე, მაგრამ თუ გახსოვთ, შეხვედრის დასრულებამდე 30 წამი რომ რჩებოდა და პაუზა იყო, ამ დროს გენომ ყველა საფრთხე კარგად გააცნობიერა, დამშვიდდა და წინა ოლიმპიადის დროს დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორა.

გივი მაჭარაშვილზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ღირსეულად იჭიდავა. მისი დაღესტნელი მეტოქე, თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გივიმ ძალიან მაგრად გამოვიდა და მხოლოდ იმიტომ დამარცხდა, რომ საკუთარ ილეთზე დაიჭირეს.

გოდერძი ძებისაშვილზე დიდი მოლოდინი არ მქონდა, რადგან ლიცენზიის მოპოვებიდან მალევე ოპერაციის გაკეთება მოუწია და პრაქტიკულად უვარჯიშებელი იყო, თანაც პირველივე რაუნდში წონის ფავორიტი შეხვდა.

რაც შეეხება ვლადიმერ გამყრელიძეს, რა თქმა უნდა მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორისგან მეტს ველოდი, მაგრამ როგორც ვიცი, მცირე ტრავმა მასაც ჰქონდა. საერთო ჯამში კი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლა უმაღლეს დონეზე უნდა შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდა, ხოლო მცხეთელმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) სადებიუტო თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზარესგან ოქროს ველოდით“ - ირანული პრესა ფინალზე
„ზარესგან ოქროს ველოდით“ - ირანული პრესა ფინალზე