რომან დოლიძე
Aa
Aa

UFC 307-ზე იჩხუბებს | რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას UFC 307-ზე გამართავს, რომელიც თბილისის დროით, 6 ოქტომბერს არის ჩანიშნული. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „კავკასიელი“ კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ იჩხუბებს.

ჰოლანდის მეტოქე კრის კურტისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. UFC-იმ მის შემცვლელად დოლიძე შეარჩია და რომანი ოქტაგონზე ძალიან მალე დაბრუნდება.

ჰოლანდი სტრაიკერია, რომელსაც კარიერაში 38 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 26 გამარჯვებაა. კევინს ხამზატ ჩიმაევის, დერეკ ბრანსონის, მარვინ ვეტორისა და სტივენ ტომპსონის წინააღმდეგ უჩხუბია და ყველა მათგანთან წააგო. ბოლოს მან UFC 302-ზე იბრძოლა და საბმიშენით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო ბრძოლა ენტონი სმიტის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ქვემძიმე წონით დივიზიონში გამოდის. „კავკასიელმა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია. ქართველ მებრძოლს კარიერაში 16 ჩხუბი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგება და 3 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება - იტალიური მედია კვარაზე წერს
ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება - იტალიური მედია კვარაზე წერს