გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„ძალიან საინტერესო ფეხბურთელი“ | რას წერს ესპანური გამოცემა წიტაიშვილზე

გიორგი წიტაიშვილმა „გრანადას“ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი „ალბასეტეს“ წინააღმდეგ აქტიური იყო და გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა, მეორედ კი მეტოქე გუნდის მეკარეს ვერ აჯობა.

„წიტამ“ მოედანზე 70 წუთი გაატარა, მისი გუნდი კი „ალბასეტესთან“ 1:2 დამარცხდა. გიორგის საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მატჩის შემდეგ, ესპანური გამოცემისგან, Granada En Juego-სგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

„ძალიან საინტერესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში. შეტევაში ძალიან სტაბილურია და დიდ სივრცეს ქმნის. ყოველთვის ეძებს ბოლო პასის გაკეთების შანსს ან დარტყმისთვის საჭირო სივრცეს. დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან ხონ მორსილიოს სოლორეიდისას უყურადღებობა გამოიჩინა“.

ცნობისთვის, „გრანადა“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით, 19:00-ზე, „წიტა“ და კომპანია სტუმრად „ფეროლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: ბორნმუთში გადასვლაზე მამარდას თანხმობა ვალენსიაში ღალატად ფასდება
AS: ბორნმუთში გადასვლაზე მამარდას თანხმობა ვალენსიაში ღალატად ფასდება