16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

A დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა გრძელდება | 16-წლამდე ნაკრებმა ხორვატიას მოუგო

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის A დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს. დღეს, ახალგაზრდა კალათბურთელები ხორვატიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 90:81 დაამარცხეს.

პირველი მეოთხედი ხორვატების უპირატესობით დაიწყო და მათ 26:17 იმარჯვეს. მეორე პერიოდში ვითარება შეიცვალა. ქართველმა კალათბურთელებმა 29 ქულა ჩააგდეს და შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ - 46:46. მესამე მეოთხედი ერთი ქულით მოვიგეთ, ბოლო პერიოდში კი 29:21 ვიმარჯვეთ და მე-13 ადგილის დაკავების შანსს ვინარჩუნებთ.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებს მათე ყავლაშვილმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მათემ 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და მხოლოდ 2 ორიანი გააფუჭა. საბა ჟღენტსა და ილია სულაძეს 14-14 ქულა ჰქონდათ, ხოლო მათე ხატიაშვილმა 13 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, მე-13 ადგილისთვის და A დივიზიონში საგზურის შენარჩუნებისთვის პოლონეთს შევხვდებით, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 67:62 მოვუგეთ. მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება - იტალიური მედია კვარაზე წერს
ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება - იტალიური მედია კვარაზე წერს