საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, გიგი სირბილაძე, ნიკოლოზ ხალვაში, საბა შარვაშიძე
Aa
Aa

დასანანი მარცხი ინგლისელებთან - მომდევნო მეტოქე ირლანდიაა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მატჩებში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და ინგლისელებთან 20:27 დამარცხდა. ზურაბ ამონაშვილის მომზადებულმა გუნდმა პაარლის გიმნაზიის მოედანზე პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ითამაშა, შესვენების შემდეგ კი პრობლემები შეექმნა და მეორე ტურში მეორე მარცხი განიცადა.

შეხვედრის დასაწყისში მეტოქემ ლელოს დადება მოახერხა, რასაც ქართველებმა ჯერ გუნდის კაპიტნის, გიგი სირბილაძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ ხალვაშის ლელოთი უპასუხეს. ცოტა ხანში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ აიღეს და სირბილაძის დაკიდებულ ბურთზე გივი სოსელიამ მშვენივრად ითამაშა და ლელო დადო. პირველ ნახევარში ამონაშვილის მომზადებულმა გუნდმა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი იერიშით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი და საბა შარვაშიძემ გუნდს კიდევ 5 ქულა მოუტანა, რის შემდეგაც ქართველები შესვენებაზე ათქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის თამაშში თითქოს რაღაც მოიშალა - ქართველ მორაგბეებს თამაში საერთოდ აღარ მისდიოდათ, უამრავ შეცდომებს უშვებდნენ, ხოლო ინგლისელებმა სწორად განხორციელებული ცვლილებების ხარჯზე ხასიათი გამოისწორეს და ჩვიდმეტი ქულა დააგროვეს, მაშინ როდესაც ამონაშვილს გუნდს შესვენების შემდეგ ერთი ქულაც არ აუღია.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 20 აგვისტოს, ირლანდიელებთან გამართავს და მატჩი თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18-წლამდე ბორჯღალოსნები | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან
18-წლამდე ბორჯღალოსნები | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან