ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება - იტალიური მედია კვარაზე წერს

TUTTOmercatoWEB-ის ინფორმაციით, „ნაპოლიმ’’ მიმდინარე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. მალე, ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და შეთანხმებას მალე მწვანე შუქს აუნთებენ. წყარო არ ასახელებს, რა იქნება კვარას ხელფასი განახლებული კონტრაქტის მიხედვით, თუმცა ცნობილია რომ კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება.

წყაროს ცნობით, მიმდინარე ზაფხულში „ნაპოლის'' მმართველმა აურელიო დე ლაურენტისმა კვარას თაობაზე პსჟ-ს € 100 მილიონიან წინადადებას უარით უპასუხა.

5 აგვისტოს Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ „ნაპოლის“ შეთავაზება უცვლელი იყო: ნეაპოლელებს სურთ, კვარაცხელიას ხელშეკრულება 2027-დან 2029 წლამდე გაუხანგრძლივონ და ხელფასის სახით, ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო გადაუხადონ, რომელიც ბონუსებით შესაძლოა, 7 მილიონამდე გაიზარდოს.

ასევე გეტყვით რომ L’equipe-ს ცნობით, კვარა პსჟ-ს წინადადებას დათანხმდა, პარიზულ კლუბში გადასვლა თავადაც სურდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, რაც საბოლოოდ ნეაპოლურ კლუბთან ახალი კონტრაქტით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები