დანიშვნიდან 1 თვეში - ალკანტარამ ბარსელონა დატოვა
ბოლო წლების განმავლობაში „ბარსელონაში“ დალაგებული სიტუაცია რომ არ არის, ეს ამ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიდანაც კარგად მეტყველებს. გაზაფხულზე ჩავი ერნანდესის დარჩენაზე დაყოლიებაში, რომელიც წასვლას აპირებდა, ჟოან ლაპორტამ ჯერ უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა, შემდეგ კი თანამდებობიდან გაუშვა. თუმცა, კურიოზული სიტუაციები ბლაუგრანას გარშემო ამით არ ამოწურულა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ტიაგო ალკანტარა, რომელიც ჰანს დიტერ ფლიკის ასისტენტად ერთი თვის დაინიშნა, კლუბიდან წავიდა. რა გახდა ბრაზილიური წარმოშობის ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის კატალონიის კლუბიდან აბარგების მიზეზი, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა, ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ფლიკის ასისტენტი მის ნაცვლად არნაუ ბლანკო იქნება, რომელიც აქამდე „ბარსას“ 16-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის წლევანდელ სეზონს „ბლაუგრანა“, რომელმაც ერთი კვირის წინ გამპერის თასზე „მონაკოსთან“ (0:3) სამარცხვინო მარცხი განიცადა, ხვალ, „მესტალიაზე“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ მატჩით დაიწყებს.