გიორგი მამარდაშვილი, ბორნმუთი
Aa
Aa

AS: ბორნმუთში გადასვლაზე მამარდას თანხმობა ვალენსიაში ღალატად ფასდება

ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მამარდაშვილის საკითხზე „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება. გამოცემის ცნობით, ვალენსიური კლუბი უკმაყოფილოა იმით, რომ გიორგი მამარდაშვილს „მესტალიაზე“ იჯარით დარჩენა არ სურს.

რა წერია სტატიაში:

„ქართველ მეკარეს წარსულში არაერთხელ უთქვამს, რომ „ვალენსიას“ მხოლოდ „დიდ კლუბში“ გადასვლის შემთხვევაში დატოვებდა, თუმცა მისი სურვილი, ორი წელი იჯარით ითამაშოს „ბორნმუთში“ ან პრემიერლიგის სხვა კლუბში, „ღამურების“ ხელმძღვანელობაში უკმაყოფილებას იწვევს.

„ვალენსიაში“ იმედი ჰქონდათ, რომ მამარდაშვილი კიდევ ერთი სეზონით დარჩებოდა. მისი წასვლა, თანაც დაბალი დონის ინგლისურ გუნდში, ვალენსიურ კლუბში ღალატად ფასდება“.

არსებული ინფორმაციით, „ლივერპულმა“ მამარდაშვილის სანაცვლოდ „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა. პირადი კონტრაქტის პირობები მამარდასა და „წითლებს“ შორის უკვე შეთანხმებულია - ქართველი მეკარე ორწლიანი იჯარით „ბორნმუთში“ გადავა, 2026 წელს კი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება. მერსისაიდელები გიორგი მამარდაშვილს წელიწადში 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანადას საუკეთესო ტრანსფერია - ესპანური მედია წიტაიშვილის დებიუტზე
გრანადას საუკეთესო ტრანსფერია - ესპანური მედია წიტაიშვილის დებიუტზე