ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, მაქს ჰოლოუეი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალი: მერაბს დავამარცხებ, ეს სანახაობრივი ნოკაუტი იქნება

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან დაგეგმილ ჩხუბზე ისაუბრა და ნოკაუტით გამარჯვების პირობა დადო.

რა თქვა ომალიმ:

„მერაბს დავამარცხებ, ეს სანახაობრივი ნოკაუტი იქნება. ამის შემდეგ კი კიდევ რამდენიმე დარტყმას მივაყოლებ, ვიდრე მსაჯი ჩაერევა. რაც შეეხება ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლას, მე მათ შორის გამარჯვებულს შევხვდები“.

მერაბ დვალიშვილი და შონ ომალი UFC 306-ის ფარგლებში ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ იჩხუბებენ და მათი დაპირისპირება 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს) არის ჩანიშნული.

ბოლო ბრძოლა ომალიმ 2024 წლის მარტში UFC 299-ზე გამართა, სადაც მარლონ ვერა დაამარცხა. მის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 1 მარცხია.

დვალიშვილი ბოლოს ოქტაგონზე 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე გამოვიდა, როცა ჰენრი სეხუდო დაამარცხა. საერთო ჯამში მერაბს 17 გამარჯვება და 4 მარცხი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ძლიერია, მაგრამ...“ - რა პროგნოზს აკეთებს ჩენდლერი თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე
„ილია ძლიერია, მაგრამ...“ - რა პროგნოზს აკეთებს ჩენდლერი თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე