გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ახალი წინადადება ლივერპულიდან - ესპანური მედია მამარდას ტრანსფერზე

Diario As-ის ინფორმაციით, „ლივერპულმა’’გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით „ვალენსიას’’ განახლებული წინადადებით მიმართა. აქამდე ცნობილი იყო, რომ მერსისაიდელები მზად იყვნენ ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადათ, რასაც 5-მილიონიანი ბონუსი ემატებოდა, თუმცა ახლა ინგლისური კლუბი 35 მილიონს იხდის. ამას გარდა, წინადადება 5-მილიონიან ბონუსს მოიცავს. ასე რომ, საერთო ჯამში თანხა 40 მილიონს აღწევს, რაც „ღამურების'' მფლობელის, პიტერ ლიმის მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის ყიდვისას პირველივე წელს მოთამაშის სხვა ინგლისურ კლუბში განათხოვრების უფლება არ აქვს. ამიტომ, ქართველი მეკარე „ვალენსიადან'' ორწლიანი იჯარით „ბორნმუთში'' გადავა და „ლივერპულის'' მეკარე 2026 წლის ზაფხულში გახდება.

2021 წლის ზაფხულიდან მამარდა „ვალენსიაში'' თამაშობს, „ღამურებში'' 100 მატჩი ჩაატარა, 100-დან 31-ში გოლი არ გაუშვა. ასევე, ლა ლიგის გასულ სეზონში 37-დან 13-ში კარი მშრალად შეინახა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაში მოჰყვა. მოკლედ, პროგრესი შთამბეჭდავია და მისი ტრანსფერი პირდაპირ ტოპ კლუბში უფრო სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ტოპ კლუბში გადასვლა ორი სეზონით გადავადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები