გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

გრანადას საუკეთესო ტრანსფერია - ესპანური მედია წიტაიშვილის დებიუტზე

გიორგი წიტაიშვილმა ესპანურ „გრანადაში’’ ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა, ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ალბასეტესთან’’ სასტარტოში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს, საუკეთესო თვისებები გამოავლინა და ესპანელი ჟურნალისტების ყურადღება დაიმსახურა. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანის მოსაზრებას, რომლებიც X-ში გამოაქვეყნეს.

დავიდ ესტურილიო: „წიტაიშვილისა და მანუ ტრიგეროსის დამატება საუკეთესო ტრანსფერებია. ორივემ ბრწყინვალედ ითამაშა’’.

Canal Sur-ის საფეხბურთო კომენტატორი და ანალიტიკოსი ხერარდო ხირონი: „ერთი პოზიტივი... გიორგი წიტაიშვილი კარგი შენაძენია. სწრაფია, შეტევაში კარგია და საოცარი მარცხენა ფეხი აქვს. მან თავი კარგად უნდა წარმოაჩინოს, ისევე როგორც ტრიგეროსმა’’.

ალექს კუადრადო: „მან დღეს აჩვენა, რომ ერთი-ერთზე ძლიერია და მარცხენა ფეხით კარგად ურტყამს. მისი პროგრესის გაგრძელებას მოუთმენლად ველი''.

გიორგი წიტაიშვილის საუკეთესო მომენტები ალბასეტესთან

შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის რეგრესი პოზნანის „ლეხში'' თამაშისას დაიწყო, შემდეგ საქართველოში ერთი წელი გაატარა, ბათუმის „დინამოში'' ითამაშა, ევრო 2024-ის შემდეგ კი კიევის „დინამომ'' „გრანადაში'' გაანათხოვრა და დასაწყისი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, პროგრესის გზაზეა და საუკეთესო ფორმას იბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები