იბერია 1999, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

პირველი გოლის შემდეგ მოტივაცია დავკარგეთ - კორღალიძე ბაშაქშეჰირთან მარცხზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბაშაქშეჰირმა’’ ქართული კლუბი „იბერია’’ ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ლევან კორღალიძის გუნდმა „მიხიელ მესხზე’’ 0:1 დათმო. თურქეთში პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს.

მატჩის შემდეგ თურქულ მედიას „იბერიას’’ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ესაუბრა. კორღალიძე აღნიშნავს, რომ თურქეთში გატანილი პირველი გოლის შემდეგ გუნდმა მოტივაცია დაკარგა, რადგან ორმატჩიან დაპირისპირებაში თურქული გუნდი ორი გოლით წინ გავიდა.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცდომა დავუშვით და ჩვენი მოტივაცია დავკარგეთ. „ბაშაქშეჰირი’’ ძლიერი გუნდია, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა’’.

შეგახსენებთ, „იბერია’’ კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, ალბანურ „პარტიზანს’’ ორი მატჩის ჯამში 2:0 მოუგო (2:0, 0:0), თუმცა თურქული ბარიერი მისთვის გადაულახავი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები