პანათინაიკოსი, აიაქსი
Aa
Aa

34 დარტყმა პენალტების სერიაში - თრილერი „ამსტერდამ არენაზე“

ევროპა ლიგის პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლაში „აიაქსმა“ „პანათინაიკოსი“ პენალტების სერიაში 13:12 დაამარცხა - საერთო ჯამში კი გუნდებს გამარჯვებულის გასარკვევად 34 დარტყმა დასჭირდათ.

ამსტერდამელთა 40 წლის მეკარემ, რემკო პასვეერმა 5 დარტყმა მოიგერია და ერთი გაიტანა, გამარჯვება კი მასპინძლებს მცველის, ანტონ გააეის პენალტმა მოუტანა. 

 საერთო ჯამში პენალტების სერია 25 წუთს გაგრძელდა, რასაც ამსტერდამული კლუბის მწვრთნელმა, ფრანჩესკო ფარიოლიმ „სრული სიგიჟე“ უწოდა.

„დღეს გუნდმა საოცარი სულისკვეთება და თავდადება აჩვენა. იდეალურები არ ვართ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელებმა ძალები დაზოგეს“, - აღნიშნა „აიაქსის“ მწვრთნელმა.

„ამსტერდამ არენაზე“ დაფიქსირებული შედეგი ევროთასების ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივი პენალტების სერია გახდა - შარშან კონფერენს ლიგის კვალიფიკაციაში „გლენტორანმა“ „გზირა იუნაიტედი“ 14:13 დაამარცხა.

ძირითადი დრო „პანათინაიკოსის“ მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ტეტემ გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

პლეიოფში „აიაქსი“ პოლონურ „იაგელონიას“ შეხვდება და ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
90-ე წუთზე მაგარი გოლი გაიტანა | ვოლკოვმა ზირა გავარდნას გადაარჩინა
90-ე წუთზე მაგარი გოლი გაიტანა | ვოლკოვმა ზირა გავარდნას გადაარჩინა