გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

პენალტების სერიაში მოგებული დუელი | გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი პლეიოფშია

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის პლეიოფში გავიდა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ოსტრავას“ დაუპირისპირდა და ჩეხური კლუბის ბარიერი მძიმე ბრძოლაში გაიარა.

„კოპენჰაგენს“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული და განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ამ ანგარიშით წააგო. მატჩის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე, ერიკ პრეკოპმა გაიტანა და „ოსტრავამ“ ძირითადი დრო 1:0 მოიგო, ნულოვანი დამატებითი დროის შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნა.

„კოპენჰაგენმა“ ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან „ოსტრავას“ ფეხბურთელებმა 5-დან 4 დარტყმა გააფუჭეს. გოჩოლეიშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და Sofascore-ისგან შეფასების სახით, 6.6 ქულა დაიმსახურა.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის ჯგუფში მოსახვედრად „კოპენჰაგენი“ პლეიოფში „კილმარნოკს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას „ტრომსო“ გამოთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავის შეეცოდები“ | რა უთხრა სლუცკიმ კვარას რუბინში გადასვლის შემდეგ
„არავის შეეცოდები“ | რა უთხრა სლუცკიმ კვარას რუბინში გადასვლის შემდეგ