გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

გოლამდე ცოტა დააკლდა, თავის გუნდში საუკეთესო იყო | წიტაიშვილის ოფიციალური დებიუტი

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში, „გრანადა“, რომლის ღირსებასაც გიორგი წიტაიშვილი იცავს, „ალბასეტეს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა „გრანადას“ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა.

წიტაიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. გიო საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო, გოლის გატანის შანსი ჰქონდა და მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა. „წიტამ“ Sofascore-ისგან შეფასების სახით, 7.7 ქულა დაიმსახურა, რაც „გრანადას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

27-ე წუთზე, წიტაიშვილს კარგი მომენტი შეექმნა. გიორგიმ ბრწყინვალედ იმოქმედა და მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ „ალბასეტეს“ კარი ხარიხამ გადაარჩინა. 38-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა სახიფათო გადაცემა გააკეთა და საგოლე პასთან ახლოს იყო, თუმცა, ოდნავ სიზუსტე დააკლდა.

59-ე წუთზე, გიოს „ალბასეტეს“ მეკარემ, რაულ ლისოაინმა აჯობა და სამწუხაროდ, გიორგიმ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა. გოლის ავტორებს რაც შეეხებათ, „გრანადას მხრიდან თავი მიგელ რუბიომ გამოიჩინა, „ალბასეტეს“ მაისურით კი იგინიო მარინი და ხონ მირსილიო გამოირჩნენ.

ცნობისთვის, „გრანადა“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით, 19:00-ზე, „წიტა“ და კომპანია სტუმრად „ფეროლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავის შეეცოდები“ | რა უთხრა სლუცკიმ კვარას რუბინში გადასვლის შემდეგ
„არავის შეეცოდები“ | რა უთხრა სლუცკიმ კვარას რუბინში გადასვლის შემდეგ