90-ე წუთზე მაგარი გოლი გაიტანა | ვოლკოვმა ზირა გავარდნას გადაარჩინა
დავით ვოლკოვის „ზირა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე „ოსიეკი“ გახლდათ და „ზირამ“ პენალტების სერიაში იმარჯვა.
პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი საკუთარი გუნდი ვოლკოვმა გადაარჩინა. „ოსიეკმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და 81-ზე შეგდებული ბურთით 2:1-ს იგებდა, მაგრამ ვოლკოვმა წონასწორობა 90-ე წუთზე აღადგინა.
ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და მეტოქის კარი მაკრატელა დარტყმით აიღო. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, გოლი არც დამატებით დროში გასულა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც „ზირამ“ 2:1 მოიგო. ვოლკოვმა მოედანზე 120 გაატარა, მაგრამ პენალტი არ დაურტყამს.
ცნობისთვის, კონფერენს ლიგის პლეიოფში, „ზირა“ „ომონიას„ დაუპირისპირდება, რომელმაც ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ, „ფეჰერვარის“ ბარიერი გაიარა.