„კიდევ ერთი შეკითხვა მბაპეზე“ | ლუის ენრიკე ესპანელ ჟურნალისტებს გაუბრაზდა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და კილიან მბაპეს შესახებ დასმულ შეკითხვებს თავი ვერ აარიდა. ენრიკე ესპანელ ჟურნალისტებს გაუბრაზდა და მათ გამაღიზიანებელი ადამიანები უწოდა.
„კილიან მბაპეს სადებიუტო შეხვედრა არ მინახავს. თქვენ, ესპანელები რა გამაღიზიანებლები ხართ. კიდევ ერთი შეკითხვა მპაბეზე! აქ კიდევ რამდენი ხანი უნდა იყოთ? კილიანის მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. ის კეთილი ადამიანია და როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს. ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ ჩვენთან მარცხს ვუსურვებ.
როგორ შევცვლით მბაპეს, რომელმაც 40 გოლი გაიტანა? ჩემთვის უკეთესია თუ 12-12 გოლს 4 ფეხბურთელი გაიტანს. უფრო მეტი გამოგვივა, ვიდრე 40 ბურთია. კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, რომლებიც ჩემს გუნდში იმყოფებიან და ამ პროექტის განვითარებას განვაგრძობთ“.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის ახალ სეზონს 16 აგვისტოს გახსნის. თბილისის დროით, 22:45-ზე, პარიზელები სტუმრად „ლე ავრს“ დაუპირისპირდებიან.