ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არავის შეეცოდები“ | რა უთხრა სლუცკიმ კვარას რუბინში გადასვლის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბის, „რუბინის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ოლეგ კუზმინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. კუზმინმა „კვარას“ პირველი ნაბიჯები გაიხსენა და გაგვიზიარა სიტყვები, რომლებითაც მას „რუბინის“ მაშინდელმა თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ მიმართა.

„ხვიჩა არასტანდარტული გადაწყვეტილებებით გუნდში გადმოსვლისთანავე გამოირჩეოდა და შეეძლო, თამაში საკუთარ თავზე აეღო. თუმცა, იმ მომენტისთვის, არ ჰგავდა ფეხბურთელს, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სათამაშოდ მზად იყო. შეჯახებებზე მტკივნეულად რეაგირებდა და მისი წაქცევა მარტივი იყო.

ლეონიდ სლუცკიმ მას ყველაფერი მალევე აუხსნა და უთხრა: „ასეთი მომენტები შენს კარიერაში ყოველთვის იქნება. ტექნიკური ფეხბურთელი ხარ და არავის შეეცოდები. მზად იყავი იმისთვის, რომ ყველა მეტოქე ფეხში ჩაგარტყამს. დროა, ზრდასრული ადამიანების ფეხბურთში გადმოხვიდე“. სამწუხაროდ, 2022 წლის შემოდგომაზე, ხვიჩამ და სხვა ლეგიონერებმა დაგვტოვეს. ისინი რომ არ წასულიყვნენ, რუბინი არ გავარდებოდა“.

ცნობისთვის, „კვარა“ „რუბინიდან“ „დინამო ბათუმში“ გადავიდა, საიდანაც „ნაპოლის“ მიაშურა და „პარტენოპეის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილს პრემიერლიგის გუნდი იწვევდა - რატომ ჩაიშალა ტრანსფერი
ქოჩორაშვილს პრემიერლიგის გუნდი იწვევდა - რატომ ჩაიშალა ტრანსფერი