გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ბრწყინვალე შენაძენი იქნება“ | ლივერპულის ექს-ფეხბურთელი კლუბს მამარდას ყიდვას ურჩევს

დენი მერფი „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც „წითლების“ მაისურით 249 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მერფი ესპანურ და ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მერსისაიდელებს გიორგი მამარდაშვილის გადაბირება სურთ.

მერფი „ვალენსიას“ მეკარის გაფორმების პერსპექტივით მოხიბლულია. „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი თვლის, რომ „მამარდა“ მაღალი დონის გოლკიპერია და შეუძლია, ალისონ ბეკერი ღირსეულად ჩაანაცვლოს.

„მამარდაშვილის თამაში საკუთარი თვალით ორჯერ ვნახე და ორივეჯერ აბსოლუტურად საოცარი იყო. ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ დაუჯერებელი თამაში ჰქონდა. სიმაღლეში თითქმის 2 მეტრია, მოქნილია და საკუთარ თავში დარწმუნებული ახალგაზრდა მეკარე გახლავთ. მისი ტრანსფერი ბრწყინვალე გარიგება იქნება“.

ცნობისთვის, გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის ლიგა 1-ის აღმოჩენა იქნება“ - მთავარი მწვრთნელი ზურიკოზე
„ის ლიგა 1-ის აღმოჩენა იქნება“ - მთავარი მწვრთნელი ზურიკოზე