იანის ანტეტოკოუნმპო, ბოგდან ბოგდანოვიჩი, რიკი რუბიო
Aa
Aa

ანტენტოკუმპოს ოლიმპიური რეკორდი

პარიზის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირი გულშემატკივარს ბევრი ლამაზი და შთამბეჭდავი ფაქტით დაამახსოვრდა - პირველ რიგში იმით, რომ საბრძოლო შემადგენლობით ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა გუნდმა კონკურენტებს შანსი კიდევ ერთხელ არ დაუტოვა და ოქროს მედლები მოიპოვა. სხვა გუნდებიდან ცალკეული ინდივიდუალისტები გამოირჩეოდნენ, მათ შორის კი ბუნებრივია აუცილებელია იანის ანტენტოკუმპოს გამორჩევა, რომელმაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

საბერძნეთის ნაკრებისა და „მილუოკის“ მძიმე ფორვარდი ერთ შეხვედრაში საშუალო შედეგიანობით ოცდამეერთე საუკუნეში გამართული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა. 29 წლის კალათბურთელმა ოთხ შეხვედრაში იასპარეზა და მატჩში საშუალოდ 25,8 ქულას აგროვებდა. წინა რეკორდი ესპანელ რიკი რუბიოს ეკუთვნოდა, რომელიც სამი წლის წინ ტოკიოში თამაშებს 25,5-ქულიანი მაჩვენებლით ასრულებდა, მესამე პოზიცია კი ხორვატ ბოგდან ბოგდანოვიჩს უკავია, რომელმაც 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში 25,3-ქულიანი შედეგიანობა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მისი ლიდერის, ანტენტოკუმპოს შედეგიანი ასპარეზობა საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრებს საფრანგეთის დედაქალაქში მედლის მოპოვებაში ვერ დაეხმარა და ტურნირზე ასპარეზობა მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონ გერმანელებთან (63:76) მარცხით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძე ახალი სეზონისთვის ემზადება. რას წერს მედია ქართველ კალათბურთელზე
ბითაძე ახალი სეზონისთვის ემზადება. რას წერს მედია ქართველ კალათბურთელზე