„ის ლიგა 1-ის აღმოჩენა იქნება“ - მთავარი მწვრთნელი ზურიკოზე
უკვე რამდენიმე თვეა ზურიკო დავითაშვილი სერიოზულად პროგრესირებს და მატჩს ისე არ ტოვებს, გულშემატკივარს დასამახსოვრებელი თამაშით არ დაამახსოვროს თავი. აქედან გამომდინარე, ფრანგული პრესა მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს. ასევე საქებარი სიტყვები არ დაუშურებია „სენტ ეტიენის“ მთავარ მწვრთნელს ოლივიე დალ’ოლიოს.
რას ამბობს სტ.ეტიენის მწვრთნელი
დავითაშვილი რამდენად ნიჭიერი და მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, მის ჩვენ გუნდში მოსვლამდეც კარგად ვიცოდი, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
საკმაოდ ხშირად დიდი სანაკრებო ტურნირების შემდეგ მოთამაშეები კლუბებში არასასურველ ფორმაში ბრუნდებიან, მაგრამ ზურიკოს შემთხვევაში პირიქით მოხდა და მან პირველივე დღეებიდან დამიმტკიცა თუ რისი გაკეთება შეუძლია.
ლიგა 1 ისეთი ტურნირია, სადაც მთავარი ყურადღება კარგ ფიზიკურ მომზადებას ექცევა, ზურიკოსნაირი ტექნიკური მოთამაშე კი შესაძლოა ნამდვილ აღმოჩენად იქცეს. როდესაც ლიგა 2-ში „ბორდოში“ გამოდიოდა, ჯერ კიდევ მაშინვე ვიცოდი, რომ ის არა ლიგა 2-ის, არამედ ლიგა 1-ის კლასის მოთამაშე გახლდათ.
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს ხვალიდან აიღებს, ზურიკო დავითაშვილისა და მისი თანაგუნდელების მეტოქე კი პირველ ტურში სტუმრად „მონაკო“ იქნება. მატჩი შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.