ტონალის დისკვალიფიკაციის ვადა 28 აგვისტოს იწურება
„ნიუკასლის“ იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის დისკვალიფიკაციის ვადა 28 აგვისტოს იწურება. ამის შესახებ ინგლისური კლუბი X-ზე წერს.
„28 აგვისტოს სანდრო ტონალი დაბრუნდება, მას შემდეგ რაც მისი 10-თვიანი დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურა“, - წერს „ნიუკასლი“.
???????? We can announce that Sandro Tonali will return to selection on Wednesday, 28 August following the conclusion of his ten-month ban from competitive football pic.twitter.com/M50U0fkwOQ
— Newcastle United FC (@NUFC) August 15, 2024
გასული წლის ოქტომბერში ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. „ნიუკასლის“ ნახევარმცველს როგორც საკუთარი, ასევე სხვა გუნდების მატჩებზე ფსონების განთავსებაში ადანაშაულებდნენ. ტონალიმ გამოძიებასთან ითანამშრომლა და საკუთარი ბრალეულობა აღიარა, რის გამოც, შემცირებული სასჯელი მიიღო.
ამასთან ერთად, იტალიელმა 8-თვიანი სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა.